თამუნა ჩხეიძე: სასტუმრო “პარაგრაფში” ცალსახად შეიმჩნეოდა ზრდა ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან, ასევე იყო ამერიკიდან საქმიანი ჯგუფებიც – წინა წელთან შედარებით საკმაოდ დიდი მაჩვენებელი დაფიქსირდა
“სასტუმრო “პარაგრაფში” ცალსახად შეიმჩნეოდა ზრდა ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან, ასევე იყო ამერიკიდან საქმიანი ჯგუფებიც – წინა წელთან შედარებით საკმაოდ დიდი მაჩვენებელი დაფიქსირდა,”- ამის შესახებ “კვირას” სასტუმრო პარაგრაფის გაყიდვების ხელმძღვანელმა, თამუნა ჩხეიძემ განუცხადა.
როგორც ჩხეიძემ აღნიშნა, 2026 წელს უფრო დიდი მოლოდინები აქვს, რადგან მოთხოვნებიდან გამომდინარე ჩანს, რომ ინტერესი დიდია საქართველოზე.
“სასტუმრო “პარაგრაფში” ცალსახად შეიმჩნეოდა ზრდა ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან, ასევე იყო ამერიკიდან საქმიანი ჯგუფებიც. წინა წელთან შედარებით საკმაოდ დიდი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ვიზიტორების მომატებული რაოდენობა განპირობებული იყო პირდაპირი ფრენებით ევროკავშირის ქვეყნებიდან. მარკეტინგული აქტივობებიც დაეხმარა კერძო სექტორს, რადგან სხვადასხვა ქვეყნებში იყო ჩვენი ქვეყნის პოზიციონირება წარმოდგენილი. შენარჩუნებულია ნაკადი არაბთა გაერთიანებული სამეფოდან და ასევე გაზრდილია იმ ქვეყნებიდან ვიზიტორების რაოდენობა, საიდანაც დაინიშნა პირდაპირი ფრენები საქართველოს მიმართულებით. პოზიტიური ზრდა იყო ქვეყნებიდან საიდანაც ადრე არ გვყოლია სტუმრები. 2026 წელს უფრო დიდი მოლოდინები გვაქვს რადგან მოთხოვნები გვაჩვენებს რომ ინტერესი დიდია საქართველოზე,”- განუცხადა “კვირას” თამუნა ჩხეიძემ.
ცნობისთვის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით,
საქართველოში 2025 წელს ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და ისტორიულ მაქსიმუმს 5,521,866 ვიზიტს მიაღწია, ზრდა 2024 წელთან შედარებით +8.4%-ით მეტია.
მათივე ცნობით, გასულ წელს საქართველოში 7,803,239 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 2024 წელთან შედარებით +5.9%-ით მეტია.