„თელავი პატარა ქალაქია და სწრაფად გავითქვი სახელი“ – 78 წლის ტატიანა ხუროშვილი, რომელიც უმეტესად ლამაზ წინდებს და ჩითებს ქსოვს

იოლი არ არის, მოქსოვო ლამაზი, თანამედროვე და თან ქართული ორნამენტებით…  ქალბატონი, ვისზეც უნდა გიამბოთ, კახეთის ულამაზეს ქალაქ თელავში ცხოვრობს.
18 წლიდან დაინტერესდ ხელსაქმით,   ჯერ კერვა  ისწავლა, შემდეგ –  ქსოვ. ვიდან ხელით  ქსოვდ, დაახლოებით 40 წლის წინ კი, საქსოვი მანქანა შეიძინ. ამბობს, რომ უბრალო მანქანა ქონდა და ძალიან ლამაზ ჯემპრებს  ქსოვდ დიდი ფიგურებით.
მერე სხვა მანქანა  ვიყიდე და უფრო მეტად დავხვეწე ჩემი ნაქსოვები. ბოლოს შევიძინე იაპონური დანადგარები. ყველაფერს ვქსოვდი, მყავდა ბევრი მომხმარებელი.
ხლა 78 წლის ვარ,  იმდენს ვეღარ ვქსოვ,  ამ ეტაპზე მხოლოდ წინდებს და ჩითებს ვახერხებ“. – თვითნასწავლი მქსოველის, ტატიანა ხუროშვილის პერსონა.

– თელავიდან ხართ. ბავშვობა. ოჯახი….
– ბავშვობის წლები გავატარე გორის რაიონის სოფელ ხურვალეთში.კარგი ბავშვობა მქონდა,ლაღი და უზრუნველი.საშუალო სკოლაში სწავლის დროს ვიყავი აქტიური მოსწავლე, რასაც დამავალებდნენ, მაგალითად კედლის გაზეთები მე უნდა მომეხატა და გამეფორმებინა.სკოლა დავამთავრე და წავედი თბილისში. იმ დროს იყო მე-7 სამკერვალო ფაბრიკასთან არსებული სამკერვალო სასწავლებელი. დავამთავრე და დავიწყე მუშაობა ფაბრიკაში მკერავად. ეს იყო 1967 წელი. თბილისში გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე გივი ბაგმანიანი და მალევე დავქორწინდით.
  ხელსაქმე, კერვა, ქსოვა წლებია თქვენი საყვარელი საქმეა. ალბათ ბევრი საინტერესო ამბავი ან მოგონება გაქვთ… ეს ხომ თქვენი ცხოვრება… და მაინც, რას გაიხსენებდით განვლილი წლებიდან?
–  მეუღლე თელავში ცხოვრობდა და 1967 წლიდან გავაგრძელეთ ერთად ცხოვრება, მაშინ  18 წლის ვიყავი, მეუღლე – 23 წლის. ოჯახში მეუბნებოდნენ, აუცილებლად მიმეღო უმაღლესი განათლება, მაგრამ მე უარი ვთქვი სწავლაზე, რადგან კერვა მეხერხებოდა.  ჩემმა მამამთილმა სთხოვა ახლობელს, რომ სამკერვალო საამქროში მემუშავა. ვიმუშავე, სანამ შვილი შემეძინებოდა, შემდეგ დავანებე თავი და სახლში ვუკერავდი ახლობლებს და მეზობლებს. თან შვილებს ვზრდიდი, თან კლიენტები გავიჩინე და ცოტაოდენი შემოსავალი გამიჩნდა.–  თელავის ცენტრში გაქვთ სახელოსნო. გვერდი „ნაქსელი“. რძალთან ერთად ქსოვთ ულამაზეს წინდებს, გამაშებს, ჯემპრებს… გვიამბეთ თქვენს რძალზეც, ერთობლივ საქმიანობაზე…
– როგორც უკვე გითხარით, 18 წლიდან, ჯერ ხელით ვქსოვდი მოყვარულის დონეზე, მერე თანდათან დავოსტატდი.  თელავი პატარა ქალაქია და სწრაფად გავითქვი სახელი.
ვიყიდე მანქანა და ისეთ ჯემპრებს ვქსოვდი, რასაც სხვები ვერ ქსოვდნენ. ურთულესი იყო, ნებისყოფა არ ჰყოფნიდათ, მე კი რაც რთული იყო და სხვა ვერ გააკეთებდა, ვცდილობდი  იმის გაკეთებას.  40 წლის წინ მოქსოვილი ჯემპრი დღესაც თითქმის არ გაცვეთილა.რძალსაც ვასწავლე ქსოვა, გვაქვს ჩვენი გვერდი  Naxeli ნაქსელი.  ინტერნეტით ვყიდით  ნამუშევრებს. ქალაქის ცენტრში, ჩემი სახლის გვერდით, ვიქირავე ფართი და იქ გავხსენი სახელოსნო. ჩემი რძლის ნამუშევრებს და ჩემსასაც  ნახავთ ჩვენს გვერდზე.ეს ნახატები ჩემი ტყუპი შვილიშვილების დახატულია, უნიჭიერესი გოგონები არიან დადიან სამხატვრო სკოლაში და ერთ-ერთი დაინტერესებულია ქსოვით. უფროსი შვილი ცალკე ცხოვრობს.– 78 წლის  ხართ. და მაინც,  ყველაზე მეტად რისი მოქსოვა გიყვართ?
–  ძალიან ბევრი კლიენტი მყავდა, რომლებიც მარტო ჩემთან იქსოვდნენ, რადგან მაშინ იშვიათობა იყო ასეთი მანქანები. ლამაზი ნაქსოვებით თავს იწონებდნენ და უფრო მეტი მომხმარებელი გამიჩნდა. მეც ენერგია მქონდა და ბევრს ვქსოვდი.
მემატებოდა წლები და შემოვიდა მეორადები, შემცირდა კლიენტი, შემომრჩნენ მხოლოდ ისინი, ვინც მეორადში არ ყიდულობდნენ და ჩემი მოქსოვილი უნდოდათ. ულამაზესი კაბები მაქვს მოქსოვილი, სამწუხაროდ, სურათები არ მაქვს. ახლაც არიან მსურველები, ჩემი მოქსოვილი ჩაიცვან, მაგრამ მე აღარ ვიღებ შეკვეთებს.
ვიფიქრე, რა უფრო ადვილად გასაკეთებელი იყო და ვცადე წინდები. ძალიან კარგი შედეგი გამოიღო, ტურისტებიც ყიდულობენ და ადგილობრივებიც.74 წლის ასაკში დავინტერესდი „ჩითებით“, ურთულესია, მაგრამ გაყიდვადი და ვისწავლე. ორ პროექტში მივიღე მონაწილეობა და მსოფლიო ბანკმა დამაფინანსა. მიყიდეს ქსოვისთვის  საჭირო დანადგარები.
ქალაქის გამგეობის პროექტში კი ძაფებით დამასაჩუქრეს.
ყავ მეუღლე, ორი შვილი, 4 შვილიშვილი, 2 შვილთაშვილი... დიდი ოჯახი გაქვთ.  ახალგაზრდები თუ არიან დაინტერესებული ქსოვით?
– სახლში ვცხოვრობთ 6 სული. მეუღლე რაც პენსიაზე გავიდა, მეხმარებოდა, ამ ბოლო დროს ჯანმრთელობა შეერყა და საავადმყოფოში წევს.
შვილები, რძლები მუშაობენ, დიდი შვილიშვილები მუშაობენ. პატარა შვილიშვილები 12 წლისები არიან და შვილთაშვილები სკოლაში სწავლობენ. დიდ შვილიშვილს აქვს ტურისტული კომპანია, მეორე გამგეობაში მუშაობს, პატარებს აინტერესებთ ქსოვა, ზაფხულობით ჩემს სახელოსნოში ხშირად სტუმრობენ და სწავლობენ ქსოვას.

– რას შეცვლიდით საყვარელ ქალაქში?
–   ქალაქის ცენტრში ვცხოვრობ და ვმუშაობ, ვერ ვიტან, ქალაქს რომ აბინძურებენ,  ახალგაზრდები სიგარეტის ნამწვებს დაბლა რომ ისვრიან.   ძირს ყრიან  ბოთლებს და მზესუმზირას ნაჭუჭს. არადა, იქვეა ურნები.   აუცილებლად მივცემ შენიშვნას.  ბევრჯერ აუღიათ სიგარეტი   ურნაში ჩაუგდიათ. მინდა, რომ სუფთა ქალაქში ვცხოვრობდე. ახალგაზრდობაში ბევრჯერ მიმოგზაურია,  ჩემს მეხსიერებას შემორჩა, რა სისუფთავე და სიწკრიალე იყო ბალტიისპირეთსა და გერმანიაში.
– შობა-ახალი წლის დღეებია… რას უსურვებდით საქართველოს, მომავალ თაობას თელავიდან?
– მომავალ თაობასაც და ძველ თაობასაც ვუსურვებ ურთიერთპატივისცემას,ერთმანეთის სიყვარულს,ზრდილობას და თავაზიან საქციელს, რაც ახლა იშვიათობაა.

 

                                                                                                                   თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები