დიდი ბრიტანეთის სტუდენტები ინტერენტის გამო სექსზე უარს ამბობენ
ბრიტანეთში მცხოვრებ სტუდენტებს უკვე პირდაპირ კაფიდან, ან ბარიდან სურთ ლექციების მოსმენა. გამოკითხვის მიხედვით, მათ ურჩევნიათ, უარი თქვან სექსზე, საჭმელზე და ყავაზე, ვიდრე ინტერნეტის გარეშე დარჩნენ. ასეთი გამოკითხვა ჩაატარა Aruba Networks-მა, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა უკაბელო ინტერნეტის მოწყობილობაში.
კომპანიამ გამოკითხვა დიდი ბრიტანეთის სტუდენტებს შორის ჩაატარა, რომ გაეგო, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სტუდენტებისთვის ინტერნეტმომსახურება. როგორც აღმოჩნდა, ახალგაზრდობა ძალიან დამოკიდებულია ინტერნეტტექნოლოგიებზე და ცხოვრებაში ბევრ რამეს დათმობს ინტერნეტის გამო.
სტუდენტების 65% დღის განმავლობაში ინტერენეტთან 5 საათზე მეტს ატარებს. სტუდენტებს აუდიტორიაში ჯდომის ნაცვლად ლექციების კაფიდან, სახლიდან ან რომელიმე ბარიდან ინტერნეტით მოსმენა ურჩევნიათ.
როგორც კემბრიჯის უნივერსიტეტის კომუნიკაციების განყოფილების ხელმძღვანელმა განაცხადა, გამოკითხვის შედეგები უნივერსიტეტის მმართველების დიდ ინტერესს იწვევს იმის გამო, რომ სტუდენტებმა დილის ლექციები არ გააცდინონ. ისინი არასტანდარტული ზომების მისაღებადაც მზად არიან.