საფრანგეთში მომხდარი ტრაგედიის დეტალები – ვინ არიან გარდაცვლილი ქართველები

საფრანგეთში, სტრასბურგში მომხდარი ავტოკატასტროფის შესახებ „კვირამ“ დამატებითი დეტალები გაარკვია.
11 სექტემბერს, მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი საქართველოს ორი მოქალაქე, ქ. თ-ია  და  მ. პ-ია.
რაც შეეხება საქართველოს კიდევ ერთ მოქალაქეს, რომელიც ამჟამად სტრაბურგის საავადმყოფოშია მოთავსებული, ის თ. ო-ია. იგი ამ დრომდე უგონო მდგომარეობაშია და ხელოვნურად მართვის სუნთქვაზე იმყოფება.
მისი მდგომარეობა კრიტიკულია.
უკვე მეორე დღეა, ქართველი ემიგრანტები საავადმყოფოს ტერიტორიაზე ღამეს ათენებენ.
სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებიან არასრულწლოვანი ბავშვებიც, ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. 4 თვის ბავშვს შემთხვევის შედეგად ელენთა დაუზიანდა.
„კვირას“ ინფორმაციით, 11 სექტემბერს თბილისიდან საფრანგეთში შვილისა და შვილიშვილების მოსანახულებლად, მ. პ. ჩავიდა. მას აეროპორტში ორი მანქანით მასპინძლები დახვდნენ.
ერთ-ერთ მსუბუქ ავტომანქანას, მ. პ-ის  სიძის დედა, ქ. თ. მართავდა, ავტომობილში 5 ადამიანი იჯდა. მათ შორის 2 ბავშვი. ამავე მანქანაში იჯდა 2 შვილის დედა თ. ო-ც. აეროპორტიდან სახლამდე, გზად ავტომანქანას ტრაილერი დაეჯახა, რის შედეგადაც საქართველოს ორი მოქალაქე, მ. პ. და ქ. თ. ადგილზევე გარდაიცვალნენ. მ. პ-ს შვილს, თ. ო-ს, კი თავის ქალა დაუზიანდა.
აღსანიშნავია, რომ მომხდარ ტრაგედიას გარდაცვლილ ქ. თ-ის შვილი თ. თ-ც შეესწრო, რომელიც სხვა მანქანაში იჯდა და ოჯახის წევრებს უკან მიჰყვებოდა.
„კვირას“ ინფორმაციით, თ. თ-ის  ორი შვილი საფრანგეთის მოქალაქეა.
როგორც „კვირას“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საჭირო პროცედურებისა და დოკუმენტაციის გაფორმების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეების ცხედრებს სამშობლოში გადმოასვენებენ.
გარდაცვლილთა ოჯახს, გადმოსვენებაში ქართული მხარე დაეხმარება.
სტრასბურგში მომხდარი ავტოკატასტროფის შესახებ ინფორმაცია საფრანგეთში საქართველოს საკონსულომ გუშინ გაავრცელა.
საკონსულოს ინფორმაციით, 2018 წლის 11 სექტემბერს, საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ორი და დაშავდა საქართველოს ერთი მოქალაქე, რომელიც გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ავტომობილში ასევე იმყოფებოდა ორი არასრულწლოვანი საფრანგეთის მოქალაქე, რომლებიც გადაყვანილი არიან სამედიცინო დაწესებულებაში. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. საკონსულო სამსახური კონტაქტზე იმყოფება გარდაცვლილთა და დაშავებულთა ოჯახის წევრებთან და საფრანგეთის შესაბამის უწყებებთან. მიმდინარეობს ყველა საჭირო სამუშაო გარდაცვლილთა საქართველოში დროულად გადასვენების უზრუნველსაყოფად.
საქართველოს საელჩო საფრანგეთის რესპუბლიკაში ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს ორი მოქალაქის, მ.პ-სა და ქ.თ-ს დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები