კანში უკრაინელმა ჟურნალისტმა მსახიობს კაბის ქვეშ თავი შეუყო (ვიდეო)
ეპატაჟური გამოსვლებითა და სკანდალებით ცნობილმა უკრაინელმა ჟურნალისტმა ვიტალი სერდიუკმა კანის 67-ე დაჯილდოების კინოფესტივალზე მორიგი სკანდალი მოაწყო.
როგორც “ასოშიეიტედ პრესი” იუწყება, უკრაინელი რეპორტიორი ცერემონიალზე მულტფილმის,- „როგორ მოვარჯულოთ დრაკონი“,- მეორე ნაწილის პრემიერის დაწყებამდე მუხლზე დაეცა და ამერიკელი მსახიობის ფერერის კაბის ქვეშ შეყო თავი, რის შემდეგაც დაცვამ უკრაინელი ჟურნალისტი გაიყვანა. თუ როგორ გაგრძელდა ეს ამბავი, ინფორმაცია აღარ გავრცელებულა. მსახიობმა ამ ინციდენტის შემდეგ თავის შეკავება შეძლო. ინციდენტს ფესტივალზე მყოფი ფოტოგრაფებისა და სტუმრების სიცილი მოჰყვა.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=7UUuPEoAHYg&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]