მამუკა ბახტაძე IRI-ის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) პრეზიდენტს დანიელ თვინინგს შეხვდა.
შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა და სტუმრებმა ისაუბრეს საქართველოს, როგორც დასავლეთის პარტნიორ და დემოკრატიის საყრდენ ქვეყანაზე.
ასევე, საუბრის თემა იყო ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ჰუმანიტარული პრობლემები და საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ”.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო განათლების რეფორმას, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ განათლების სექტორის განვითარება უმთავრესი პრიორიტეტია და მთავრობის მიზანია, განათლების წილი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში ორნიშნა რიცხვს გაუტოლდეს.
პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ხელისუფლება კვლავაც უზრუნველყოფს საპრეზიდენტო არჩევნების დემოკრატიულ, თავისუფალ და გამჭვირვალე გარემოში ჩატარებას და გამოთქვამს მზადყოფნას, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ამ პროცესში საერთაშორისო დამკვირვებლების და მესამე სექტორის ჩართულობას.
IRI-ს დელეგაცია საქართველოში მაკკეინის ინსტიტუტის და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის თბილისის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები