რუსეთისა და დეფაქტო აფხაზეთის ე.წ. “საზღვარზე” ავტომობილების რაოდენობამ რეკორდულ ზღვარს მიაღწია
აგვისტოში რუსეთისა და დეფაქტო აფხაზეთის “საზღვარზე” ავტომობილების რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. პიკის დღეები აგვისტოს თვის ბოლო კვირებს დაემთხვა.
2018 წლის აგვისტოში რუსეთიდან დეფაქტო აფხაზეთში 1.6 მლნ. ადამიანი და 270 სატრანსპორტო საშუალება გადავიდა. ფაქტის შესახებ რუსეთის კრასნოდარის რაიონის სასაზღვრო სამსახური იტყობინება.
ამასთან, “კანონის გათვალისწინებით”, საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცეს რუსეთის 500 მოქალაქეს, რომლებიც ყალბი დოკუმენტებით ცდილობდნენ ქვეყნის დატოვებას.