“საარჩევნოდ ფინანსურ მხარდაჭერასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე მივიღებთ”

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ფინანსურ მხარდაჭერას პარტიის შემომწირველებისგან ის დამოუკიდებელი კანდიდატი მიიღებს, რომელსაც „ქართული ოცნება“ მხარს დაუჭერს. მისი თქმით, საკითხზე პარტიის პოლიტსაბჭო 9 სექტემბერს იმსჯელებს.
“ფინანსებთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მიღებული იქნება პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე.
ერთ-ერთი ვერსიით, არ არის გამორიცხული, რომ შემომწირველებს, რომლებიც გვყავს, მოვუწოდოთ, რომ დააფინანსონ სალომე ზურაბიშვილის კამპანია, ან მივიღოთ სხვაგვარი გადაწყვეტილება, რომელიც იქნება კანონის ფარგლებში მოქცეული.
ყველა შემთხვევაში, არც ერთი ნაბიჯი კანონიდან არ იქნება გადახვეული”, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები