გოგა ხაინდრავა სტანიშევის განცხადებას დადებითად აფასებს – “ვიგინდარა კანდელაკი საქართველოს მომავალს ებრძვის”

კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა, კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ, „ევროპის სოციალისტური პარტიის“ პრეზიდენტის, სერგეი სტანიშევის მიერ დღეს გაკეთებული განცხადება დადებითად შეაფასა.
„ევროპის სოციალისტური პარტია“ საკმაოდ დიდი პარტიაა და გავლენიანია, ამიტომ პარტიის პრეზიდენტის შეფასება იმისა, რაც საქართველოში ხდება და როგორი დამოკიდებულებაც აქვთ ჩვენდამი, მისასალმებელია. რამდენადაც მე ვიცი, ამ პარტიას საკმაოდ დიდი გავლენა აქვს ევროპის სხვადასხვა ინსტიტუტებზე და მათ ყურადღებით უსმენენ“, – განაცხადა „კვირასთან“ საუბარში გოგა ხაინდრავამ.
მისივე თქმით, საგანგაშოა ის ფაქტი, რომ სერგეი სტანიშევის კეთილგანწყობის ფონზე, „ევროპული საქართველოს“ წევრები ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს ჩადიან და ევროპარლამენტარებს ასოცირების ხელშეკრულებაზე ხმის არმიცემისკენ მოუწოდებენ.
„იმ სარკომის მერე, რომელსაც „ნაციონალები“ წარმოადგენდნენ და ის პარტია, რომელიც ახლა ნაწილებადაა დაშლილი, მათი დამოკიდებულება ქვეყნისადმი საგანგაშო და სავალალოა, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ამ ადამიანებს ქართველობასთან, საქართველოს ხვალინდელ დღესთან და ჩვენი შვილების მომავალთან არანაირი კავშირი არ აქვთ, გარდა ბორტმოქმედებისა. რასაც ისინი სჩადიან, რომ ვითომ „ქართულ ოცნებას“ ებრძვიან, სინამდვილეში, ებრძვიან ჩვენს შვილებსა და საქართველოს მომავალს. გიორგი კანდელაკისნაირი ვიგინდარა უნდა იყო, რომ დადიოდე და ევროპარლამენტის წევრებს ეუბნებოდე, ასოცირების ხელშეკრულებას ხმა არ მისცეთო. კანდელაკი თავისი ჭკუით ებრძოდა ივანიშვილს და სინამდვილეში, ამ დროს, ჩვენს შვილებს ებრძოდა, ასევე, იმ ასიათასობით ადამიანს, რომელსაც საშუალება მიეცა, თავისუფლად წასულიყო ევროპაში, განათლება მიეღო, ბიზნესი აეწყო და ა.შ. – გაეხედ-გამოეხედა და სული მოეთქვა. ესენი საბჭოთა კავშირის გადმონაშთები არიან, ესენი არიან კომუნისტები, ბოლშევიკები, აი, ტყავის ქურთუკებით რომ დადიოდნენ 20-იან წლებში, ჩვენს ბაბუებს რომ ხვრეტდნენ, ის კანდელაკები იყვნენ.
ევროპარლამენტარი რომ სიყვარულითა და კეთილგანწყობით არის საქართველოსადმი განწყობილი და ცდილობს რაღაცნაირად საერთო ევროპულ ოჯახში გააერთიანოს საქართველო, მაგისთვის შეურაცხყოფის მიყენება, რომელიც ამ დღეებში მოვისმინეთ, არის ამ ქვეყნის შეურაცხყოფა და ყველა ჩვენგანის სირცხვილია, ეს იგივეა, რომ საკუთარ დედას აყენებდე შეურაცხყოფას“,- აღნიშნა გოგა ხაინდრავამ.
მან „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საპრეზიდენტო კანდიდატად გრიგოლ ვაშაძის წარდგენაც შეაფასა და აღნიშნა, რომ ვაშაძის წარდგენას, სჯობდა, პარტიას საპრეზიდენტო კანდიდატად გრიგორ კარასინი დაესახელებინა.
„გრიგოლ ვაშაძის წარდგენას პრეზიდენტობის კანდიდატად, სჯობდა, კარასინი წარედგინათ, იმიტომ, რომ ვაშაძე არის კარასინის ერთ-ერთი თანარიგითი. უფრო გასაგები მაინც იქნებოდა, რომ რუსებმა პირდაპირ თავისი ადამიანი გამოაგზავნა. ესენი გაზრდილები არიან ისეთ ყოფაში, იმ ოჯახებში, სადაც რუსეთის აგენტობა იყო ჩვეულებრივი მოვლენა, იქ დაიბადნენ ვაშაძე, კანდელაკი, ბოკერია, სააკაშვილი – ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო მათთვის, რუსეთზე მლიქვნელობა და ენის სმა იყო მაგათი ცხოვრების წესი. ამიტომ ისინი სხვაგან ვერ იყურებიან. ეს არის ამ ქვეყნის სარკომა. რისი პარლამენტარები არიან ესენი? ესენი არიან მწამებლები და სისხლისმსმელები. კანდელაკი, ვაშაძე, ბოკერია, ბაქრაძე, სააკაშვილი არინ კაცის გამაუპატიურებლები – ძალადობით თუ „ვიაგრის“ ხმარებით. რა უნდათ მაგათ საკანონმდებლო ორგანოში საერთოდ?! როდემდე უნდა ვუყუროთ მაგ ჭინკებს, საკუთარ დედას რომ არ დაინდობენ, ოღონდ პატარა პოლიტიკური ინტერესი განახორციელონ. დადიან ევროპარლამენტში და ჩვენს ქვეყანას ჩირქს სცხებენ. კანდელაკს თავის ცხოვრებაში ერთი კეთილი საქმე არ გაუკეთებია და ახლა დადის და დღე და ღამე ცდილობს, რომ საკუთარ ქვეყანასა და მომავალს როგორმე ჩირქი მოსცხოს“,- აღნიშნა გოგა ხაინდრავამ და იმედი გამოთქვა, რომ რომ ქართული საზოგადოება, ადრე თუ გვიან, ამ ყველაფერზე რეაგირებას მოახდენს, რადგან, მისი თქმით, ამის ატანა და ამასთან შერიგება უკვე წარმოუდგენელია.
ცნობისთვის, „ევროპის სოციალისტური პარტიის“ პრეზიდენტმა სერგეი სტანიშევმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება პროცესებს საქართველოში. მისი თქმით, ევროპარლამენტის რეგულარული ანგარიშები და ქვეყნის პროგრესი უახლოვდება ევროკავშირის სტანდარტებსა და მიღწევებს.
„ევროკავშირი ძალიან ყურადღებით აკვირდება პროცესებს საქართველოში, ევროპარლამენტის რეგულარული ანგარიშები და ქვეყნის პროგრესი უახლოვდება ევროკავშირის სტანდარტებსა და მიღწევებს.  ვფიქრობ”, ფაქტი, რომ ქართველებს შეუძლიათ, ისარგებლონ ვიზალიბერალიზაციის სისტემით, სწორედ ამ რეალური პროგრესის, ასევე, „ქართული ოცნების“ – მმართველი პარტიისა და მთლიანად,  ქართული საზოგადოების დამსახურებაა”, – განაცხადა სერგეი სტანიშევმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები