საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით, მმართველი გუნდი პოზიციას სავარაუდოდ, კვირას ჩამოაყალიბებს

“ხვალ იწურება საპრეზიდენტო კანდიდატების რეგისტრაციის ვადა, ამიტომ სავარაუდოდ, კვირას იქნება პოლიტსაბჭოს სხდომა და ამ შეხვედრაზე ჩამოვაყალიბებთ პოზიციას”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„როგორც იცით, პოზიციები იყო სხვადასხვაგვარი ამ არჩევნებთან დაკავშირებით, ამიტომ პოლიტიკური საბჭოს შეხვედრაზე გადავწყვეტთ, რა ფორმით ვერთვებით საარჩევო კამპანიაში. ჩვენ ვთქვით, რომ როდესაც ამოიწურება კანდიდატების რეგისტრაციის ვადა და როდესაც ვნახავთ, ვინ არის დარეგისტრირებული, მაშინ მივიღებთ გადაწყვეტილებას. როგორც გვქონდა დაგეგმილი, იმ გეგმას მივყვებით“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები