შალვა თადუმაძე: ჩვენ სასამართლოს გადაწყვეტილებას დავემორჩილებით

თუ სასამართლო გადაწყვეტს, რომ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრა, რომელსაც მთავრობის წევრებთან ერთად, პოლიტსაბჭოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, ადმინისტრაციული დარღვევა იყო, ჩვენ, ბუნებრივია, ამ გადაწყვეტილებას დავემორჩილებით, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა შალვა თადუმაძემ თემის კომენტირებისას განაცხადა.
„იმდენად პრინციპულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოზიცია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდეს სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში და არ დარჩეს არანაირი მცირედი კითხვაც კი, ბუნებრივია, ადმინისტრაცია დაემორჩილება სასამართლოს გადაწყვეტილებას“, – განაცხადა შალვა თადუმაძემ.
შეგახსენებთ, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი არასაპარლამენტო ოპოზიციის საჩივრის საფუძველზე შეადგინა და სასამართლოს გადაუგზავნა. არასაპარლამენტო ოპოზიცია მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში ჩატარებულ სამუშაო შეხვედრას ადმინისტრაციულ დარღვევად მიიჩნევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები