რაულ ხაჯიმბა სირიის არაბულ რესპუბლიკას ეწვია
ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო ლიდერი – რაულ ხაჯიმბა “ოფიციალური ვიზიტით”, სირიის არაბულ რესპუბლიკას ეწვია.
ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის ლიდერს აეროპორტში სირიის არაბული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ვალიდ ალ-მუალლემი შეხვდა.
მოლაპარაკებებისას, დეფაქტო აფხაზეთის ლიდერი სირიის არაბული რესპუბლიკის პრეზიდენტთან ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებზე, ასევე, სირია – “აფხაზეთის” ურთიერთობების განვითარებაზე გეგმავს საუბარს.
მოლაპარაკებები შედეგად, “რესპუბლიკებს” შორის თანამშრომლობის შეთანხმების ხელმოწერა იგეგმება.
ამავდროულად, იგეგმება სირია-“აფხაზეთის” ეკონომიკის, სავაჭრო, სამეცნიერო, ტექნიკური და კულტურულ თანამშრომლობის კომიტეტების შექმნა.