თრუსოს ხეობაში ოკუპანტების მიერ ქართველების დაკავებაზე სუსი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თრუსოს ხეობაში ოკუპანტების მიერ ქართველების დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაში წერია, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული 5 პირის ე.წ. სასამართლო პროცესი დღის მეორე ნახევარში ცხინვალში გაიმართა.

ასევე ცხელი ხაზის ინფორმაციით, დაკავებულებს ხვალ გაათავისუფლებენ. ამავე ინფორმაციით, დაკავებულების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

“ეს ფაქტი წარმოადგენს თავისუფალი გადაადგილების უკანონო შეზღუდვას, რაც საფრთხეს უქმნის ადგილზე არსებული უსაფრთხოების გარემოს,”- წერია განცხადებაში.

გატაცებულები 22 და 29 წლისები არიან, ბოლოს ოჯახს ერთ-ერთი ახალგაზრდა ვახტანგ გუბელაძე კვირას საღამოს ესაუბრა. ოჯახი ვარაუდობს, რომ სალაშქროდ წასული მეგობრები ორშაბათს დააკავეს.

გატაცებული ახალგაზრდების მეგობრები ამბობენ, რომ ყველა გამოცდილი მოლაშქრე იყო და სალაშქროდაც ხშირად დადიოდნენ. მეგობრები არ გამორიცხავენ, რომ ცუდი ხილვადობის გამო მათ გზა აერიათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები