რუსმა მესაზღვრეებმა თრუსოს ხეობაში საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავეს

რუსმა მესაზღვრეებმა თრუსოს ხეობაში საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებულები თრუსოს ხეობაში ლაშქრობაში იმყოფებოდნენ.
მოლაშქრეების დაკავების ფაქტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ. როგორც სუს-ში აცხადებენ, საქართველოს მოქალაქეები ე.წ.საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით არიან დაკავებული.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ასევე, ამოქმედებულია „ცხელი ხაზი“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები