რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ჭვრინისიდან საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს

საოკუპაციო ხაზთან რუსმა სამხედროებმა სოფელ ჭვრინისის მკვიდრი 62 წლის, გიორგი ხარაზიშვილი გაიტაცეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში „კვირას“ საქართველოს მოქალაქის გატაცების ფაქტი დაუდასტურეს.
როგორც სუს-ში „კვირას“ განუცხადეს, აღნიშნული პირი დაკავებულია ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით. მომხდართან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი.
არსებული ინფორმაციით, 62 წლის გიორგი ხარაზიშვილი რუსმა ოკუპანტებმა მაშინ დააკავეს, როცა იგი ტყეში შეშისთვის იყო წასული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები