პუტინმა დე ფაქტო აფხაზეთში შესვლის შესაძლებლობის გაზრდაზე გაამახვილა ყურადღება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ აფხაზეთის “ლიდერთან”, რაულ ხაჯიმბასთან, წინა შეხვედრის შემდეგ ვითარება აფხაზეთში შესვლასთან დაკავშირებით ამ “ორი ქვეყნის” საზღვარზე გაუმჯობესდა.
ამასთან ერთად, პრეზიდენტმა სამომავლოდ რუსეთსა და დეფაქტო “აფხაზეთს” შორის “საზღვარზე” გასვლის პუნქტებთან დაკავშირებით პირობა დადო რომ ბიუროკრატია შემცირდება.
რუსული მედიის ინფორმაციით, ლიდერების შეხვედრა კრემლში შედგა. მოლაპარაკებისას, მხარეებმა “ორმხრივი თანამშრომლობა” და “რუსეთ-აფხაზეთის” ურთიერთობების განვითარება განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები