პუტინმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ლიდერს “დამოუკიდებლობის” 10 წელი მიულოცა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ე.წ. სამხრეთ ოსეთის ლიდერს, ანატოლი ბიბილოვს, შეხვდა. ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრა კრემლში შედგა და უკავშირდებოდა “რესპუბლიკის დამოუკიდებლობის” 10 წლისთავს.
“ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს თუ რა სირთულეებს უკავშირდებოდა მოვლენების განვითარება 10 წლის წინ. ყველა ბარიერის მიუხედავად, და სირთულე ყოველთვის ბევრია, რესპუბლიკა ვითარდება”, – განაცხადა პუტინმა.
მან ასევე დაამატა, რომ რუსეთი ყოველთვის ეხმარება ე.წ. სამხრეთ ოსეთს უსაფრთხოების დაცვაში და ეკონომიკურადაც უდგას მხარში.
“მინდა მოგილოცოთ 10 წელი და გისურვოთ თქვენ და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას კეთილდღეობა”, – თქვა რუსეთის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები