სოფო კილაძე: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ გერმანიის და საქართველოს საერთო ინტერესია საქართველოს ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაცია

“გერმანიის კანცლერის ვიზიტი და ის გზავნილები, რომლებიც მან ჩამოიტანა არის ძალიან მკაფიო და ძლიერი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რუსეთისთვისაც. მან ისაუბრა ოკუპაციის შესახებ, ის ეწვია საოკუპაციო ხაზს და აღნიშნა რომ ეს ყველაფერი არის  უსამართლობა”, – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ.

“ჩვენ გვაქვს გერმანიის მტკიცე მხარდაჭერა. ეს მხარდაჭერა ხაზგასმით აღინიშნა ქალბატონ მერკელის მხრიდან, ასევე ბუნდესტაგის წევრებთან დღევანდელ შეხვედრაზე, რომელზეც მქონდა პატივი დავსწრებოდი.

ჩვენ, რა თქმა უნდა, უფრო სწრაფად გვინდა განვითარდეს და დღესვე ვართ მზად როგორც ნატოს, ასევე, ევროკავშირის წევრობის. თუმცა, ყურადსაღებია ბევრი ფაქტობრივი გარემოება, მათ შორის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების პერსპექტივა. ჩვენ გვაქვს პრაგმატული პოლიტიკა რუსეთთან, ისევე, როგორც გერმანიას. ვფიქრობ, რომ ამ კუთხით იკვეთება ჩვენი ინტერესები. შესაბამისად, საქართველოსთვის ევროკავშირის და ნატოს წევრობა არის ის მიზანი, რომლის რეალიზება ნაბიჯ-ნაბიჯ, მეთოდურად აუცილებლად მოხდება.

გერმანია მომავალშიც გააგრძელებს ჩვენს მხარდაჭერას როგორც ეკონომიკის, განათლების სისტემის, ასევე, დემოკრატიის და სამართლებრივი სახელმწიფოს განვითარების კუთხით”, – აცხადებს კილაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები