ანგელა მერკელი საოკუპაციო ხაზთან მივიდა
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, რომელიც საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება, საოკუპაციო ხაზთან მივიდა.
მასთან ერთად იმყოფებიან საქართველოში მყოფი უცხოელი დამკვირვებლები. ანგელა მერკელი თბილისიდან ექსკორტით გაემგზავრა.
მანამდე კი, ანგელა მერკელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.
ანგელა მერკელის ვიზიტი საქართველოში დღეს სრულდება. გერმანიის კანცლერი საქართველოდან სომხეთში გაემგზავრება.