თავში ჭიქის ჩარტყმის გამო, ოკუპირებული აფხაზეთის “ვიცე პრეზიდენტი” გადადგა

დე-ფაქტო აფხაზეთის ვიცე პრეზიდენტი ვიტალი გაბნია აცხადებს, რომ მას მამაკაცებთან ინციდენტი შეემთხვა რა დროსაც თავში ჭიქა ჩაარტყეს. აღნიშნულის გამო გაბნია თანამდებობას ტოვებს.
„იძულებული ვარ, გადავდგე, რათა ღირსება დავიცვა. ეს პოლიტიკურ რეალიებთან კავშირში არ არის“, – განაცხადა მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
„ჩვენთან სამართალდაცვითი სისტემა პარალიზებულია. გადადგომის გადაწყვეტილება მივიღე, რადგან არ შემიძლია, დავიცვა ჩემი უფლება და ჩემი ღირსება ასეთ მაღალ თანამდებობაზეც კი. მე ასეთი შესაძლებლობა მხოლოდ აფხაზურად მოქმედების შემდეგ მექნება“, – განაცხადა ვიტალი გაბნიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები