ტორონტოში ქართველი გოგონა თანამემამულე ლგბტ-ების უფლებებს დაიცავს

20 ივნისს ტორონტო World Pride celebrations-ის ფესტივალს უმასპინძლებს, რომელსაც საქართველოდან ანა რეხვიაშვილი დაესწრება. როგორც ორგანიზაცია „იდენტობის“ წარმომადგენელმა, სათემო ცენტრის ხელმძღვანელმა ანა რეხვიაშვილმა „კვირას“ განუცხადა, ის ამ ფესტივალზე სხვა აქტივისტებთან ერთად ისაუბრებს, თუ რა პრობლემებს აწყდებიან საქართველოში ლგბტ პირები. Pride Toronto 2014-ის ფესტივალის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის თქმით, მათთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ანა ამ ფესტივალს დაესწრება და მათ გამოცდილებას გაუზიარებს.
26 წლის ანა ლესბოსელების, გეების, ბისექსუალების და ტრანსგენდერების დამცველია. მან 2013 წელს წვლილი შეიტანა საქართველოში ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ საერთაშორისო დღის ორგანიზებაში, რომელიც სასულიერო პირებმა და აქციის მონაწილეებმა დაარბიეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები