მიხეილ კუკავა: ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილება ძირითადად თურქული ლირის გაუფასურებამ გამოიწვია

„ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილება ძირითადად თურქული ლირის რეკორდულმა გაუფასურებამ გამოიწვია” – ამის შესახებ PMCG-ის ეკონომისტმა  მიხეილ კუკავამ განაცხადა.

„მოგეხსენებათ, თურქეთი საქართველოს ერთერთი მსხვილი სავაჭრო პარტნიორია. როდესაც გაქვს მცურავი კურსი, მოდით ვთქვათ პირდაპირ, ყველასთვის გასაგებად, რომელიმე მსხვილი იმპორტიორის ცუდი სიზმარი და დიდი რაოდენობით დოლარის მომარაგება საკმარისია იმისთვის, რომ ეროვნული ვალუტა გაუფასურდეს. მითუმეტეს, იმ დროს, როდესაც შენი ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო პარტნიორის ვალუტა ცხადში უფასურდება.

ეროვნული ბანკი აბსოლუტურად სწორად მოიქცა, როცა შეამცირა რეფინანსირების განაკვეთი, ანუ ლარი გააიაფა, რაც ძალიან კარგია ეკონომიკური ზრდისთვის. იმავე ეროვნული ბანკის მიხედვით, 2018 წელს რეალური მთლიანი შიდა

პროდუქტის ზრდის პროგნოზი 4.8%-დან 5.5%-მდე გაზარდა.

ინფლაციის პროგნოზზე გავლენას ახდენს ორი მთავარი ფაქტორი: ერთი არის ერთობლივი მოთხოვნა, რომელიც საკმაოდ ძლიერია და მეორე – ნომინალური გაცვლითი კურსი, რომელიც ბოლო დრომდე მყარდებოდა. წლიური ინფლაციის მაჩვენებელი ივლისის მონაცემებით არის 2,8%, მაშინ როდესაც ეროვნული ბანკის მიზნობრივი ინფლაციის მაჩვენებელი 2018 წელს 3%-ია. გაუფასურება, რაც მოხდა, და რაც არის დაახლოებით 3%-ის ფარგლებში, მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს ინფლაციაზე ჯერჯერობით. გაუფასურების უფრო მაღალი მაჩვენებელი მოახდენდა.ამ ვითარებაში სავარაუდოდ, ბიზნესი ეცდება შეიმციროს მოგების მარჟები და მომხმარებელს ეს ეფექტი არ გადასცეს. 3 % არის ინფლაციის ის დონე, რისი შთანთქმის უნარიც ეკონომიკას აქვს” – აცხადებს PMCG-ის ეკონომისტი მიხეილ კუკავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები