ცესკო: საპრეზიდენტო კანდიდატებმა რეგისტრაცია 8 სექტემბრამდე უნდა გაიარონ

0

საპრეზიდენტო კანდიდატებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაცია არაუგვიანეს, 8 სექტემბრისა უნდა გაიარონ. ამის შესახებ ნათქვამია ცესკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც „კვირას“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განუცხადეს, არჩევნებამდე არაუგვიანეს 50-ე დღისა, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის მიზნით, პარტიამ, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა, განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს თავმჯდომარეს, რის შემდეგაც უფლება აქვს, შეაგროვოს მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერები. მათივე ინფორმაციით, პრეზიდენტობის თითოეულ კანდიდატს მხარდამჭერთა 25 923 ხელმოწერა დასჭირდება.
კანდიდატის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სია საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაციაში გასატარებლად, პარტიის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა ცესკოს უნდა წარუდგინოს არაუგვიანეს მე-40 დღისა.

კომენტარები

კომენტარი