ვოლოდინი: ომის დროს წასულები რუსეთში თუ დაბრუნდებიან, საჯარო სამსახურში ვერ იმუშავებენ

ომის პერიოდში საზღვარგარეთ წასული მოქალაქეები, უკან დაბრუნების შემთხვევაში საჯარო სამსახურში და სახელმწიფო კომპანიებში ვერ იმუშავებენ,- ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარე, ვიაჩესლავ ვოლოდინი აცხადებს.

„იმათმა, ვინც სამშობლო ყველაზე რთულ პერიოდში დატოვეს, საჯარო თანამდებობებზე დაბრუნების უფლებას ვერ მიიღებენ,“ – აღნიშნა ვოლოდინმა.

მისივე თქმით, გადაწყვეტილება მიზნად ისახავს სახელმწიფო სტრუქტურებში ლოიალური და პასუხისმგებლობის მქონე კადრების უზრუნველყოფას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები