ზესტაფონში, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გამორჩეული ახალგაზრდები შემეცნებითი ტურით დააჯილდოვეს
ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე, რომელიც მთელ მსოფლიოში 12 აგვისტოს აღინიშნება, სიმბოლურად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტშიც აღნიშნეს. მერის ინიციატივით, მუნიციპალიტეტის გამორჩეული ახალგაზრდებისთვის შეკვეთილში ერთდღიანი შემოქმედებითი ტური მოეწყო. ოცამდე ახალგაზრდამ, რომელთა შორისაც წარჩინებული მოსწავლეები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, ახალგაზრდული პარლამენტისა და სხვადასხვა მუსიკალური ბენდის წევრები იყვნენ, „მუსიკოსების პარკი“ და „მინიატურების ქალაქი“ დაათვალიერეს, შემდეგ კი სახელდახელო კონცერტი გამართეს.
„უპირველესად, ვულოცავთ ჩვენსა და მსოფლიო ახალგაზრდობას ამ დღეს. ჩვენი სურვილი იყო, წვლილი შეგვეტანა ამ დღის პოპულარიზაციაში და საინტერესო ტურით დავაჯილდოვეთ ახალგაზრდები“, – აღნიშნა კახაბერ მახათაძემ.