ბაიკერები, ლუდი და კონცერტი – ზესტაფონი საზაფხულო ღონისძიებებს უმასპინძლებს
13 აგვისტოს, ზესტაფონი საზაფხულო ღონისძიებებს უმასპინძლებს. “ჯორჯიან მანგანეზის” ინიციატივით და ორგანიზებით, აზარტის მოყვარულებს სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე შესაძლებლობა ექნებათ ბაიკერების სთანთ-შოუ იხილონ,
ღონისძიების სტუმრებს კი ცივი ლუდით კომპანია “ზედაზენი” გაუმასპინძლდება.
მოტო-შოუ 17:00 საათზე დაიწყება და ის საზეიმო კონცერტით გაგრძელდება. ზესტაფონელებისთვის მარიამ კახელიშვილი და რეზი ქარცივაძე იმღერებენ.
კონცერტის ორგანიზატორი მუნიციპალიტეტის მერიაა და ის ორშაბათს, სპორტის სასახლესთან 19:00 საათზე დაიწყება.