სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ნალექმა იკლო, მდინარეები კალაპოტს დაუბრუნდა და სტიქიის გამეორების საფრთხე მოხსნილია (ვიდეო)
დღეს, 11:00 საათის მონაცემებით, საცხოვრებელი სახლების დატბორვის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შეტყობინება არ შესულა.
როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურიდან აცნობეს, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ყველა შესაბამის უწყებასთან ერთად, მთელი ღამის განმავლობაში რისკზონების მონიტორინგს აწარმოებდა. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ნალექმა იკლო, მდინარეები კალაპოტს დაუბრუნდა და ამ ეტაპზე, სტიქიის გამეორების საფრთხე მოხსნილია.
პრევენციის მიზნით, წუხელ, ორი სოფლის – წყემისა და ზანათის მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, გარდა ადგილობრივი მეხანძრე-მაშველებისა, მობილიზებულნი არიან იმერეთის რეგიონისა და თბილისის თანამშრომლები. აჭარის ა/რ – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მთელი ღამის განმავლობაში არც ერთი შეტყობინება არ შემოსულა.
შავ ზღვაზე მოსალოდნელია 4-ბალიანი შტორმი. ტალღების სიმაღლემ დღის განმავლობაში, შესაძლოა, 2 მეტრს მიაღწიოს.