რის გამო მოკლა ყოფილმა ქმარმა 27 წლის სოფო ზურებიანი – მკვლელობის დეტალები

საზარელი მკვლელობა ვარკეთილში – ფინანსური პოლიციის თანამშრომელმა ალექსანდრე ცოცხალაშვილმა ყოფილ მეუღლეს 7 ტყვია ესროლა. სოფო ზურებიანი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. მძიმედ არის დაჭრილი გარდაცვლილის ძმა, 25 წლის თემზა ზურებიანი.10374241_10152152522294779_134752400_n
„კვირას“ მკვლელობის დეტალებზე ოჯახის ახლობელი ესაუბრა. მისი ინფორმაციით, სოფო ზურებიანი ცოცხალაშვილს დაახლოებით 2 თვის წინ გაშორდა და შერიგებაზე უარს ეუბნებოდა, რის გამოც ქმარი მას მოკვლით ემუქრებოდა.
„სოფო ძალიან კეთილი ადამიანი იყო. დაახლოებით 2 თვის წინ გაშორდა ქმარს და ახლობლებთან ამბობდა, რომ მასთან შერიგებას მისი რთული ხასიათების გამო არ აპირებდა. მანამდე მე არ ვიცოდი, თუ მეუღლე ცუდად ექცეოდა. ამბობენ, რომ გაშორების შემდეგ ცოცხალაშვილი მას მოკვლით ემუქრებოდა, თუ არ შეურიგდებოდა.
სოფო საჯარო რეესტრში მუშაობდა, ქმარმა სამსახურთან მიაკითხა და სახლში მიიყვანა. სახლთან უჩხუბიათ და ხმაურზე გავიდა სოფოს ძმა, რომელსაც ცოცხალაშვილმა ორი ტყვია ესროლა. დაჭრილი უყვიროდა მის დას, რომ გაქცეულიყო და თავისთვის ეშველა. სოფო გაიქცა, მაგრამ მაინც დაეწია და რამდენჯერმე ესროლა. ყველა შოკში ვართ“, – განუცხადა „კვირას“ ოჯახის ახლობელმა.
ოჯახის ახლობლის ინფორმაციით, ალექსანდრე ცოცხალაშვილი ცეცხლსასროლ იარაღს მუდმივად ატარებდა.10370574_10152152522279779_92576338_n
როგორც „კვირას“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში განუცხადეს, ცოცხალაშვილი ფინანსურ პოლიციაში ბოლო სამი წელი მუშაობდა.
სოფო ზურებიანის ძმას ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. ექიმების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
27 წლის სოფო ზურებიანი საჯარო რეესტრში მუშაობდა. მას 5 წლის ბავშვი დარჩა, რომელმაც დედის გარდაცვალების შესახებ ჯერ არაფერი იცის. ოჯახის ახლობლები დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ითხოვენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ალექსანდრე ცოცხალაშვილი უკვე დააკავა. დაკავებული დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

10357893_10152152530364779_2009385799_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები