ტურისტების გაუპატიურების მცდელობის ფაქტზე 1 პირი დააკავეს – შსს-მ გამოძიება დაიწყო

ორი ტურისტის გაუპატიურების მცდელობის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ შს სამინისტროში დაუდასტურეს.

„კვირას“ ინფორმაციით, ტურისტების გაუპატიურების მცდელობა სამეგრელოში, ტობა-ვარჩხილის ტერიტორიაზე მოხდა.

კარავში, სადაც ორი ტურისტი იმყოფებოდა, ქართველი მამაკაცი შეღწევას ცდილობდა, თუმცა, უცხოელებმა 112-ში დარეკეს და ინფორმაცია მიაწოდეს.
ინფორმაციის საფუძველზე, სწრაფი რეაგირების შედეგად, შემთხვევის ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა ქართველი მამაკაცი დააკავეს.

როგორც “კვირას” უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, 112-ში დაფიქსირებული შეტყობინების საფუძველზე, პოლიცია ოპერატიულად გამოცხადდა ადგილზე და  სიტუაცია განმუხტა.

სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს, გამოძიება სსკ-ის 19-150 მუხლით მიმდინარეობს, რაც იძულების მცდელობას გულისხმობს.
„კვირას“ ინფორმაციით, დაკავებული ადგილობრივი მცხოვრები, ადრე ნასამართლევი პირია, რომელმაც საპყრობილე რამდენიმე თვის წინ დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები