„სააკაშვილის წერილი ადასტურებს, რომ კეზერაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ დამფინანსებელი იყო“

  წლების განმავლობაში საქართველოს სახელმწიფო აქტივების ხელში ჩაგდებას ჰქონდა ადგილი და ეს დადასტურდა სააკაშვილის წერილითაც, სადაც ის პირდაპირ ადასტურებს თურმე, რომ კეზერაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელი იყო, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა. „კეზერაშვილის საქმე ძალიან აქტუალურია და ეს მართლა სკანდალია. ეს არის მტკიცებულება იმაზე, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით წლების განმავლობაში, რომ ეს ადამიანები ძალიან დიდ ქონებას აგროვებდნენ.
წლების განმავლობაში საქართველოს სახელმწიფო აქტივების ხელში ჩაგდებას ჰქონდა ადგილი, და ეს დადასტურდა სააკაშვილის წერილითაც, რომელიც იქნა მოპოვებული და სადაც ის პირდაპირ ადასტურებს თურმე, რომ კეზერაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელი იყო. ეს არის სკანდალი მათთვის და, მგონი, კიდევ ერთი ძალიან ცუდი დილა გაუთენდათ “, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, კეზერაშვილის მხრიდან სხვადასხვა ბიზნესმენზე განხორციელებულ ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება ძალიან აქტიურად მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ გაზეთ „ალიაში“ პოლკოვნიკმა ტრისტან წითელაშვილმა სკანდალური წერილი გაასაჯაროვა. პოლკოვნიკის ინფორმაციით, ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საფრანგეთს წერილი მისწერა, სადაც ის დავით კეზერაშვილის გათავისუფლებას გირაოს გადახდის სანაცვლოდ ითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები