“საქართველოსა და ისრაელს შორის ძალიან დიდი ველი გაიშალა“

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, სამხედრო თანამშრომლობის თვალსაზრისით საქართველოსა და ისრაელს შორის ძალიან დიდი ველი გაიშალა. “ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ისრაელის პრემიერ-მინისტრი ხელს აწერენ თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებას. ასევე, რა თქმა უნდა, სამხედრო თანამშრომლობის კუთხით ძალიან დიდი ველი გაიშალა ჩვენსა და ისრაელს შორის. ერთი თვის წინ მე ვიმყოფებოდი ისრაელში და შეთანხმება შედგა ჯგუფის შექმნაზე, რომელიც ჩვენი სამხედრო თანამშრომლობის ყველა მიმართულებით განვითარებას დაიწყებს”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები