კილაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევაზე: პრეზიდენტს საერთოდ არ უხსენებია უმრავლესობასთან კონსულტაციები, რაც არასწორია

“პრეზიდენტს საერთოდ არ უხსენებია უმრავლესობა და მასთან კონსულტაციები, რაც არასწორია”, – ასე აფასებს დეპუტატი სოფიო კილაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შესარჩევად, კონსულტაციების დაწყების თაობაზე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გუშინდელ განცხადებას.
კილაძის თქმით, ყველა ასეთ შემთხვევაში, როცა სერიოზული გადაწყვეტილება მიიღება, კონსულტაციები მნიშვნელოვანია, მით უფრო, როცა პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი კანდიდატი უმრავლესობამ უნდა დაამტკიცოს.
“პრეზიდენტს საერთოდ არ უხსენებია უმრავლესობა და მასთან კონსულტაციები, რაც არასწორია. პრეზიდენტი ამ შემთხვევაში, ნამდვილად არ არის იმ კონსტიტუციურ ჩარჩოში, რასაც მას კანონმდებლობა განუსაზღვრავს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ მისი ეს ნაბიჯი კიდევ ერთხელ არის პროვოცირება და კანონის უპატივცემულობა. თუ ადამიანი შედეგზე არის ორიენტირებული, ბუნებრივია, სასურველი იქნებოდა, წინასწარი კონსულტაციები ჰქონოდა. ყველა ასეთ შემთხვევაში, როცა სერიოზული გადაწყვეტილება მიიღება, კონსულტაციები მნიშვნელოვანია, მით უფრო, როცა პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი კანდიდატი უმრავლესობამ უნდა დაამტკიცოს. მის ადგილას, ნებისმიერი ადამიანი, ვინც არის ობიექტური, მიუკერძოებელი და არის ქვეყნის ინტერესებზე ორიენტირებული, ასეთ ნაბიჯს ნამდვილად გადადგამდა“, – განაცხადა სოფიო კილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები