სოფიო ქაცარავა: ჩვენი ამოცანაა საქართველოს შეიარაღებული ძალების მუდმივი განვითარება, გაძლიერება და მათი თავსებადობის დაახლოება ნატოსთან

„ჩვენი ამოცანაა საქართველოს შეიარაღებული ძალების მუდმივი განვითარება, გაძლიერება, მათი თავსებადობის დაახლოება ნატოსთან და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის წვლილის გაზრდა გლობალური უსაფრთხოების ხელშეწყობაში“,- ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ თავი უფრო დაცულად და უსაფრთხოდ იგრძნოს.
„საქართველო უკვე მეოთხედ მასპინძლობს „ღირსეული პარტნიორის” სწავლებას, რაც უმნიშვნელოვანესია საქართველოში და მთლიანად ჩვენს რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის და უსაფრთხოების განმტკიცებისთვის. ჩვენი ამოცანაა საქართველოს შეიარაღებული ძალების მუდმივი განვითარება, გაძლიერება, მათი თავსებადობის დაახლოება ნატოსთან და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის წვლილის გაზრდა გლობალური უსაფრთხოების ხელშეწყობაში. ჩვენმა ქვეყანამ და თითოეულმა მოქალაქემ თავი უნდა იგრძნოს უფრო დაცულად და უსაფრთხოდ. მნიშვნელოვანია, რომ ამ სწავლებაში მონაწილეობენ ჩვენი პარტნიორი ქვეყნები, რაც ცალსახად ადასტურებს თუ რამდენად ღირსეული და სანდრო პარტნიორები ვართ ჩვენ მათთვის. ეს არაერთხელ დაამტკიცეს ჩვენმა სამხედროებმა საერთაშორისო უსაფრთხოების მისიებში ჩართულობით. მჯერა, რომ ჩრდილოატლანტიკურ ოჯახთან დაახლოების პროცესში, ყველა ნაბიჯი საბოლოოდ, მიგვიყვანს ჩვენს მთავარ მიზანთან, რაც არის ალიანსის სრულფასოვანი წევრობა“,- განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები