ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 164 წელი შესრულდა

ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 164 წელი შესრულდა.
მცხეთა-მთიანეთს მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, თარიღთან დაკავშირებით, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძე ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში იმყოფებოდა.
სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხთა სამსახურის უფროსთან – ქეთო წიკლაურთან ერთად, ვაჟა-ფშაველას ხსოვნას პატივი მიაგო და მისი საფლავი გვირგვინით შეამკო.
მთაწმინდის პანთეონში ასევე იმყოფებოდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები