თენგიზ შარმანაშვილი – მზია ამაღლობელზე: თუ ჩვენ მხოლოდ იმაზე ვსაუბრობთ, რომ დანაშაულის ჩამდენ ქალბატონს, რამდენად ჰუმანურად უნდა მოეპყროს სასამართლო, ეს აბსოლუტურად სხვა თემაა და პოლიტიკოსების განსასაზღვრი არაა

,,ქართული ოცნების” წევრი თენგიზ შარმანაშვილი, საქართველოში ბრიტანეთის ელჩის, გარეტ უორდის განცხადებას ეხმაურება.

“მზია ამაღლობელის თემაზე დავხუროთ საუბარი, იმიტომ რომ თუ ჩვენ მხოლოდ იმაზე ვსაუბრობთ, რომ დანაშაულის ჩამდენ ქალბატონს, რამდენად ჰუმანურად უნდა მოეპყროს სასამართლო, ეს აბსოლუტურად სხვა თემაა და პოლიტიკოსების განსასაზღვრი არაა, მაგრამ საუბარი, რომ დანაშაული საერთოდ არ მომხდარა, ეს არის არასწორი, ტყუილი. ჩვენ კიდევ რას ვეუბნებით, არანაირი პრობლემა არა გვაქვს თქვენთან ურთიერთობის, თქვენს ინტერესებსაც გავითვალისწინებთ, მაგრამ თქვენც გაითვალისწინეთ ჩვენი ინტერესები. ყალბი მტკიცებულებები მოიტანო, ან ასეთი ყალბი ნარატივები ააგო, რომ თურმე მზია ამაღლობელს სისხლის სამართლის დანაშაული არ ჩაუდენია და სიტყვის თავისუფლებისთვის დააკავეს, არის ყოვლად წარმოუდგენელი და ღიმილის მომგვრელი. არავინ მას არ დაიჭერს სიტყვის თავისუფლებისთვის და კრიტიკისთვის, არც კი შეავიწროებენ. ახლა იმიტომ, რომ შენ ჟურნალისტის სტატუსი გაქვს, წახვიდე და სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინო და ამაზე თვალი დახუჭონ, არ მოხდება”, – აღნიშნა შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, ბრიტანეთის ელჩი აცხადებს, რომ გაერთიანებული სამეფოს მთავრობა ჟურნალისტების დაკავებასა და კრიტიკოსების მიმართ მზარდ რეპრესიას მიიჩნევს, როგორც საქართველოში დემოკრატიის ჩამოშლის მტკიცებულებას, რაც ევროპულ ნორმებს ეწინააღმდეგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები