უკრაინაში, რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში 6 ადამიანი დაიღუპა და 28 დაშავდა
უკრაინის ხელისუფლების ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, სულ მცირე, ექვსი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
შეტევის შედეგად, დონეცკში ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და შვიდი დაშავდა. ასევე, რუსულმა საჰაერო დარტყმებმა საცხოვრებელი სახლები და ადმინისტრაციული შენობები დააზიანა.
სუმის ოლქში სამი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა, ხოლო ხერსონში კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა.
აღსანიშნავია, რომ გაერო-ს მონაცემებით, გასულ თვეში უკრაინაში ბოლო სამი წლის განმავლობაში, მშვიდობიან მოსახლეობაში ყველაზე მაღალი ყოველთვიური მსხვერპლი დაფიქსირდა – 232 ადამიანი დაიღუპა, 1343 კი დაშავდა.