“ქართული ოცნების” პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს.
“როგორც “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე დღეს ჟურნალისტებს დაჰპირდა – პარტიის პრესსამსახურმა გაუგზავნა დოკუმენტი “ტვ პირველს”, რომელშიც ასახულია მათ ეთერში გასული სიუჟეტები და დადანაშაულებულია თორნიკე რიჟვაძე კორუფციაში.
მასალის მოცულობის გათვალისწინებით, ველოდებით, რომ ტელეკომპანია პირველი ჩამონათვალს მაინც გააშუქებს, თუ რამდენ სიუჟეტში დაადანაშაულა რადიკალურმა ოპოზიციამ და მათ მიერ კონტროლირებადმა ტელეკომპანია “პირველმა” რიჟვაძე კორუფციასთან კავშირში”, – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.