„ინკლუზიური სახელოვნებო პროექტების ხელშეწყობა“ – საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით კონკურსი ცხადდება

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, სსიპ „შემოქმედებითი საქართველო“ აცხადებს კონკურსს – „ინკლუზიური სახელოვნებო პროექტების ხელშეწყობა“.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსის მიზანია:
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის კულტურაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა;
მათი შემოქმედებითი უნარების განვითარების ხელშეწყობა;
ბრაილის შრიფტით ქართული მხატვრული ლიტერატურის გამოცემა;
ონლაინ პლატფორმების საშუალებით ინკლუზიური კულტურული მომსახურების გაძლიერება;
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს;
თითო კონკურსანტს მხოლოდ ერთი საპროექტო განაცხადის წარდგენა შეუძლია;
კონკურსის საერთო ბიუჯეტია – 100 000 ლარი.
პროექტის განხორციელების ვადაა 2025 წ. პირველი სექტემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით.
განაცხადების მიღება წარმოებს 10-24 ივლისის 18:00 საათამდე ელექტრონული ფოსტით: info@creativegeorgia.ge
დეტალური ინფორმაცია, საკონკურსო პირობები და სააპლიკაციო ფორმები იხილეთ ვებგვერდზე: https://creativegeorgia.ge/ka/n/news/konkursi3

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები