აკაკი ზოიძე: ის, რომ მარიხუანა ნარკოტიკია, სამწუხაროდ, ყველას ავიწყდება

ის, რომ მარიხუანა ნარკოტიკია, სამწუხაროდ, ყველას ავიწყდება – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, უმჯობესი იქნებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს არა მარიხუანაზე, არამედ სხვა ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციაზე ემსჯელა.
„ჩვენი, 5 დეპუტატის მიერ ინიცირებული ნარკოპოლიტიკის რეფორმის პაკეტში ჩადებული იყო ყველა ნარკოტიკის დეკრიმინალიზაცია, გარდა მარიხუანასი, რადგან მარიხუანა უკვე დეკრიმინალიზებული იყო, საპატიმრო სასჯელი უკვე გაუქმებული იყო. შესაბამისად, სჯობდა საკონსტიტუციო სასამართლოს ემსჯელა სხვა ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციაზე და არა მარიხუანასთან დაკავშირებით ასეთ გადაწყვეტილებაზე, რომელიც საკანონმდებლო ბერკეტებს გვართმევს იმისათვის, რომ ვარეგულიროთ ამ ნარკოტიკის მოხმარება ქვეყანაში. ის, რომ მარიხუანა ნარკოტიკია, სამწუხაროდ, ყველას ავიწყდება. მისი რეგულარული მომხმარებლების 20%-ს აქვს ფსიქოზური გვერდითი მოვლენები“- განაცხადა ზოიძემ.
ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანას მოხმარებაზე ყველა სანქცია გააუქმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები