არჩილ გორდულაძე: „იმედი“ იმ ქვეყანამ დაასანქცირა, რომლის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კამიტის თემა შეთხზა – ნათელია, რომ „იმედი“ სწორედ გარე ძალების დავალებით დაარბიეს და მიიტაცეს ნაცებმა

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე დიდი ბრიტანეთის მიერ „იმედის“ და postv-ის დასანქცირების საკითხს ეხმიანება.

გორდულაძის თქმით, დღეს უკვე ნათელია, რომ „იმედი“ გარე ძალების დავალებით დაარბიეს და მიიტაცეს ნაცებმა.

„იმედი“ იმ ქვეყანამ დაასანქცირა, რომლის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კამიტის თემა შეთხზა…
დღეს, როგორც არასდროს, ნათელია, რომ „იმედი“ სწორედ გარე ძალების დავალებით დაარბიეს და მიიტაცეს ნაცებმა…
ახლა შემსრულებლები აღარ ჰყავთ და თვითონ დაარტყეს…
მიუხედავად იმისა, რომ გული საერთოდ არ აწუხებდა, პატარკაციშვილიც ბრიტანეთში გარდაიცვალა, გულით…“,- წერს გორდულაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები