ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკავშირი უკრაინისთვის ენერგეტიკული დახმარების პაკეტს ამზადებს

ევროკავშირი უკრაინისთვის მომავალი ზამთრისთვის 920 მილიონი ევროს ოდენობის ენერგეტიკული დახმარების პაკეტს ამზადებს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

„მიუხედავად იმისა, რომ ამ ზამთარში [უკრაინას] ვეხმარებით, ასევე ვიწყებთ მომავალი ზამთრისთვის მზადებას. ჩვენ ვიმუშავებთ ახალ, ასე ვთქვათ, 2026-2027 წლების ენერგეტიკულ გეგმაზე, რომელიც მოიცავს 920 მილიონი ევროს ოდენობის ენერგეტიკული დახმარების პაკეტს უკრაინის ენერგეტიკული სისტემის სტაბილიზაციისთვის“, – თქვა ევროკომისიის ხელმძღვანელმა კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები