სანიტარი, რომელმაც საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს დაზიანებები მიაყენა, პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი

ბათუმის კლინიკა „მედინას“ სანიტარი, რომელმაც საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს დაზიანებები მიაყენა, სამართალდამცველებმა დააკავეს – ის პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.

როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 11.პრიმა 19.109 მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ახალშობილი წევრის მიმართა განზრახ მკვლელობის მცდელობა გულისხმობს.

შეგახსენებთ, კლინიკის სანიტარმა კვირას გამთენიისას საპირფარეშოში იმშობიარა, რის შემდეგაც ახალშობილს ყელის არეში დაზიანებები მიაყენა.

ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ დროისთვის, შედარებით გაუმჯობესებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები