ირანმა განაცხადა, რომ მზადაა, შეერთებულ შტატებთან შეთანხმების მისაღწევად ზომები მიიღოს
თეირანი მზადაა, რაც შეიძლება მალე მიიღოს საჭირო ზომები ვაშინგტონთან ირანის ბირთვულ საკითხზე შეთანხმების მისაღწევად, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მაჯიდ ტახტ-რავანჩიმ განაცხადა.
„ჩვენ მზად ვართ, რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ შეთანხმებას შეერთებულ შტატებთან და გვსურს, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს მოხდეს“, – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ NPR რადიოსთან ინტერვიუში.