შაკო კუჭაშვილი: ქეთევან ქარდავა ბოლო 6 წელი ხელმძღვანელობდა ქრონიკის ბიუროს ბრიუსელში, ანუ, მისთვისაც არადემოკრატი მმართველი იყო ურსულა, კალასი, კუბილიუსი – დღეს, “იმედის” დასანქცირებიდან ერთი საათიც არ იყო გასული, პოსტი გამოაცხო ტელევიზიის შიდა სამზარეულოზე

“ქეთევან ქარდავა რა უსირცხვილო დედაკაცია, რაღაც კატალოგი უნდა შეიქმნას: “რომელი ადამიანი არ უნდა იყიდო არასდროს” და ეს ქარდავა პირველი უნდა იყოს მაგ კატალოგში”, – ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტი, შაკო კუჭაშვილი ჟურნალისტ ქეთევან ქარდავაზე სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში, ქარდავა, “ქრონიკის” ბრიუსელის ბიუროს ხელმძღვანელობდა, რაც ნიშნავს, რომ მისთვისაც არადემოკრატი მმართველები იყვნენ ფონ დერ ლაიენი, კალასი და კუბილიუსი, დღეს კი, “იმედის” სანქცირებისთანავე, ტელეკომპანიის შიდა სამზარეულოზე, პოსტი დაწერა.

“ქეთევან ქარდავა რა უსირცხვილო დედაკაცია, რაღაც კატალოგი უნდა შეიქმნას: “რომელი ადამიანი არ უნდა იყიდო არასდროს” და ეს ქარდავა პირველი უნდა იყოს მაგ კატალოგში. ტიპშა, ბოლო 6 წელი ხელმძღვანელობდა ქრონიკის ბიუროს ბრიუსელში, ანუ როგორც ჩვენთვის, მისთვისაც არადემოკრატი მმართველი იყო ურსულა, კალასი, კუბილიუსი. მეტიც, ამ რეპორტაჟების ავტორი იყო. დღეს, იმედის დასანქცირებიდან ერთი საათიც არ იყო გასული პოსტი გამოაცხო ტელევიზიის შიდა სამზარეულოზე.
ამ გოგოს შემდეგი პატრონის გამო, წინასწარ ძალიან ვწუხვარ,” – წერს კუჭაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები