ზვიად ავალიანი: მინდა, ბრიტანეთის მთავრობას მოვუწოდო, ჩვენთან ერთად დაასანქციროს დონალდ ტრამპი-უმცროსი და მთლიანად ევროკომისია, რომლის ბოლო კვლევაშიც ერთ-ერთი უკრაინაა დასახელებული ევროპის ყველაზე კორუმპირებულ ქვეყნად
„მეგობრებო, როგორც იცით დღეს დიდი ბრიტანეთის მთავრობამ POSTV დაასანქცირა. დასანქცირების მიზეზიც ხომ იცით? ჩვენ თურმე საზოგადოება შეცდომაში შეგვყავს და ვაცხადებთ, რომ უკრაინის ხელისუფლება ძალიან კორუმპირებულია. დიახ, ნამდვილად ვამბობთ ამას და მომავალშიც ვიტყვით, იმიტომ რომ მართლა ასეა, მაგრამ ამ პოსტში სხვა რამე მინდა ვთქვა“, – წერს ჟურნალისტი ზვიად ავალიანი სოციალურ ქსელში.
ავალიანი დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, მათთან ერთად დაასანქცირონ ის პირები, რომლებსაც ასევე აქვთ განცხადება გაკეთებული, რომ უკრაინა კორუმპირებული ქვეყანაა.
„მინდა ბრიტანეთის მთავრობას ვურჩიო და მოვუწოდო, იყოს თანმიმდევრული და ჩვენთან ერთად დაასანქციროს აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცი, რომელიც ამბობს, რომ უკრაინა ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა დღევანდელ მსოფლიოში.
ასევე, მინდა ბრიტანეთის მთავრობას მოვუწოდო ჩვენთან ერთად დაასანქციროს აშშ-ის პრეზიდენტის ვაჟი დონალდ ტრამპი-უმცროსი, რომელმაც სულ ახლახან ასევე ღიად განაცხადა, რომ უკრაინა ბევრად უფრო კორუმპირებული ქვეყანაა, ვიდრე თუნდაც რუსეთი;
დაბოლოს, მინდა ბრიტანეთის მთავრობას მოვუწოდო ჩვენთან ერთად დაასანქციროს მთლიანად ევროკომისია, რომლის ბოლო კვლევაშიც სწორედ უკრაინა და მოლდოვა არიან დასახელებული ევროპის ყველაზე კორუმპირებულ ქვეყნებად.
აბა ასე რა გამოდის? ევროკომისიამ თუ თქვა უკრაინა კორუმპირებულიაო, მართალია და ჩვენ თუ ვთქვით, მაშინ დეზინფორმაციაა?“ – წერს ზვიად ავალიანი.