მარკ კარნი: კანადა უკრაინას დამატებით 2 მილიარდ დოლარს გამოუყოფს
კანადა უკრაინას მომდევნო ფისკალურ წელს, რომელიც 1-ელ აპრილს იწყება, დამატებით 2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს, – ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
„[ჩვენ შევთანხმდით], რომ მომდევნო წლის განმავლობაში უკრაინას ორი მილიარდი დოლარის დამატებითი სამხედრო დახმარება გამოვუყოთ. ამას დღეს გამოვაცხადებთ. თავდაცვის სამინისტრო დეტალებს მოგვაწვდის“, – თქვა მან.
გარდა ამისა, მისი თქმით, სანქციების სიას ნავთობის გადამზიდავი 100 გემი დაემატება.
„ასევე დამატებითი ფინანსური სანქციები, [რუსული] ნავთობის მაქსიმალური ფასის დონის შემცირება ევროკავშირთან და გაერთიანებულ სამეფოსთან კოორდინაციით“, – განაცხადა კარნიმ.