ზელენსკი იმედოვნებს, რომ ერთ დღეს აშშ-ის პრეზიდენტს კიევში მიიღებს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასაწყისში უცხოელი ლიდერების ოფიციალურმა ვიზიტებმა უკრაინის ნამდვილი პარტნიორები გამოავლინა,- ამის შესახებ მან უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავთან დაკავშირებით გაკეთებულ მიმართვაში განაცხადა.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ერთ დღეს იმედოვნებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტს კიევში მიიღებს, რათა მან უკრაინელი ხალხის ბრძოლა პირადად ნახოს.

ჩვენ გვახსოვს, როგორ ჩავიდნენ პირველი უცხოელი ლიდერები უკრაინაში ამ ომის დასაწყისში. ტერმინი „ოფიციალური ვიზიტი“ ოდნავადაც ვერ გადმოსცემს, თუ რას წარმოადგენდა ეს შეხვედრები ჩვენთვის. ჩვენ მივხვდით, ვინ იყო ნამდვილად ჩვენი ძმა და მეგობარი, ვინც არ შეშინდა, არ ყოყმანობდა, არ შელახა სახელი და არ ღელავდა იმაზე, თუ როგორ არ გაებრაზებინა პუტინი. მადლობას ვუხდი ყველა ლიდერს, ვინც ისტორიაში სინათლის მხარე აირჩია – აირჩია უკრაინა. ყველას, ვინც ჩვენს გვერდით დგას. მე ნამდვილად მინდა ერთ დღეს აქ ჩამოვიდე შეერთებული შტატების პრეზიდენტთან ერთად“, – თქვა მან.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მხოლოდ უკრაინაში ვიზიტით, მისი ხალხის ცხოვრებისა და ბრძოლის უშუალოდ ნახვით და ერის ტკივილის განცდით, შესაძლებელია ჭეშმარიტად გაგება, თუ რას წარმოადგენს სინამდვილეში ეს ომი, ვინ არის აგრესორი და ვისზე უნდა მოხდეს ზეწოლა.

შეგახსენებთ, ოთხი წლის წინ, 2022 წლის 24 თებერვალს, რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. დაახლოებით 03:40 საათზე, რუსული ტანკების პირველი კოლონა ლუგანსკის რეგიონში შევიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები