რატომ გახშირდა პირადი მონაცემების შემცველი ელექტრონული ბაზების გაყიდვის ფაქტები?

   პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში მოქალაქეთა პირადი მონაცემების შემცველი ელექტრონული ბაზების გაყიდვის ფაქტები გახშირდა. როგორც ინსპექტორის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ერთ-ერთი შეთავაზების თანახმად, 1 400 000 კერძო პირის სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, ტელეფონის ნომრისა და მისამართის ღირებულება 100 ლარს შეადგენს, ხოლო 120 000 კერძო პირის ელ.ფოსტის მისამართის ფასი 70 ლარია.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი მოუწოდებს მონაცემთა ბაზების მფლობელებსა და პოტენციურ შემძენებს, პატივი სცენ საქართველოს მოქალაქეთა პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებას და თავიანთი საქმიანობა კანონის ფარგლებში განახორციელონ.
“პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატისადმი მსგავსი ფაქტებით შეშფოთებული მოქალაქეების მიმართვიანობა საგრძნობლად იზრდება. პირადი ინფორმაციის შემცველი მონაცემთა ბაზების ყველა პოტენციური მყიდველი ხდება მონაცემთა დამმუშავებელი, იგი ვალდებულია, დარწმუნდეს მონაცემთა მოპოვება/შეგროვების კანონიერებაში და უზრუნველყოს მოქალაქეთა უფლებების დაცვა, მათ შორის მოქალაქის ინფორმირება, მისი მოთხოვნის საფუძველზე მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, უსაფრთხოება და სხვა”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები