თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით გიორგი სალაყაიას ქონება დაყადაღდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით კომპანია “ბადაგონის” ამჟამინდელი მფლობელის გიორგი სალაყაიას ქონება დაყადაღდა.

კომპანია “ბადაგონის” ინვესტორის ვლადიმერ ჯანჯღავას და კომპანია “გრაკორო თრეიდ ლიმიტედის ვლადიმერ ჯანჯღავას და „გრაკორო თრეიდინგ ლიმიტედის“ ადვოკატის იმედა დვალიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა რომ კომპანია „ბადაგონის“ მითვისების პროცესში არსებობს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, სამართალდამცავი უწყების მიერ გამოვლენილი ფაქტების და გარემოებების მიუხედავად პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმის წარმოება „ბადაგონთან“ დაკავშირებით შეწყვიტა.

“ამის შემდეგ კომპანიის ადვოკატებმა მიმართეს სასამართლოს და თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაუდებელ აუცილებლობად ჩათვალა დაუყონებლივ დაყადაღებულიყო გიორგი სალაყაიას ქონება. ყადაღა დაედო, როგორც სალაყაიას უძრავ და მოძრავ ქონებას ასევე კომპანია „ბადაგონში“ მის სახელზე რიცხულ აქციებსაც.
მოგახსენებთ რომ გიორგი სალაყაიამ თაღლითური გზით მოახერხა კომპანიის რეალური მფლობელის ვლადიმერ ჯანჯღავას დარწმუნება „ბადაგონის“ თითქოსდა გაკოტრებაში, რის შემდეგაც ასევე თაღლითურად, კომპანიის „გადარჩენის“ მიზნით გაიფორმა კომპანიის 100 % იანი წილი და საბანკო კრედიტის აღების მოტივაციით მიითვისა კომპანია „ბადაგონი“.
თებერვლის თვეში კომპანიაში შევიდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, ამავე პერიოდიდან გიორგი სალაყაია ცდილობდა კომპანიის სამართლებრივი ფორმის შეცვლას, რაც აპრილის თვეში განახორციელა კიდევ და შპს „ბადაგონი“ გარდაქმნა სააქციო საზოგადოებად, მას შემდეგ რაც სასამართლომ რამდენიმე დღის წინ დააყადაღა მის სახელზე რიცხული აქციები, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით გიორგი სალაყაია ცდილობს ამ აქციების მესამე პირებზე უკანა თარიღით გადაყიდვას.
ვაფრთხილებთ, როგორც გიორგი სალაყაიას, ასევე ნებისმიერ პირს რომელზეც შესაძებელია მოხდეეს ამ აქციების გადაფორმება-ყველა გარიგებაზე რომელიც შედგება უკანა ან ნებისმიერი თარიღით ამ აქციებთან დაკავშირებით, განხორციელდება კანონით დადგენილი სამართლებრივი პროცედურები. ყველა იმ პირმა, რომელიც მასთან ამ უკანონო გარიგებაში შეიძლება შევიდეს, უნდა იცოდეს, რომ გიორგი სალაყაია არ არის აქციების ნამდვილი მესაკუთრე. ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ სალაყაია აპირებს აქციების პირებზე გადაფორმებას, ადასტურებს, ისიც, რომ იგი დღემდე შეგნებულად ამბობს უარს აღმასრულებელთან თანამშრომლობაზე და სახელმწიფოს წარმომადგენელს არ აწვდის ინფორმაციას კომპანია „ბადაგონის“ აქციების რეგისტრაციის და მარეგისტრირებლის თაობაზე,- განაცხადა ადვოკატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები