მამუკა ხერხეულიძე საავადმყოფოში რჩება
მწერალ მამუკა ხერხეულიძეს თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაცია გაუკეთდა. როგორც „კვირას“ რესპუბლიკურ საავადმყოფოში განუცხადეს, პაციენტი ოპერაციის შემდეგ თავს კარგად გრძნობს და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
„პაციენტ მამუკა ხერხეულიძეს ოპერაცია გაუკეთდა. ამჟამად ის თავს კარგად გრძნობს და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება“,- აცხადებენ რესპუბლიკურ საავადმყოფოში. შეგახსენებთ, რომ დღეს მწერალი მამუკა ხერხეულიძე დაჭრეს. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. შემთხვევა პეტრიაშვილის ქუჩაზე მოხდა.